საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა

სსიპ ქალაქ თბილისის 171-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის თემა იზობარული პროცესის შესწავლა.იზობარა. V(T),P(T),P(V) გრაფიკები საგანი: მასწავლებელი: ფიზიკა ნატალია მჭედლიძე კლასი 11(ბ) კლასი კლასის პროფილი: კლასში ირიცხება 22 მოსწავლე,სპეციალური საჭიროების არ არის. თარიღი: 09.02.2018 გაკვეთილის ხანგრძილოვობა: 45წუთი საორგანიზაციო საკითხები- 2წთ სიის ამოკითხვა ,შევქმენი ოთხი ჯგუფი. სტანდარტთან შესაბამისობა: ფიზ.XI.7.მოსწავლეს შეუძლია სითბური მოვლენების ანალიზი მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიისა და თერმოდინამიკის კანონების დახმარებით. შედეგი თვალასაჩინოა,თუ მოსწავლე: ∙აყალიბებს მოლეკულურ- კინეტიკური თეორიის ძირითად დებულებებს. ∙მარტივი ცდების საშუალებით აკვირდება და წარმოადგენს თერმოდინამიკის მოვლენებს. ∙ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს,კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები შეძლებენ მუდმივი წნევის პირობებში მოცულობასა და ტემპერატურას შორის დამოკიდებულების დადგენას.ააგებენ V(T),P(T),P(V)გრაფიკებს იზობარული პროცესის დროს წინარე ცოდნა გავიხსენებთ: იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება. კლაპეირონის განტოლება. კავშირი ტემპერატურის აბსოლიტურ და ცელსიუსის სკალებს შორის. რა არის იზოპროცესები.იზოთერმული პროცესი.ბოილ-მარიოტის კანონი. აქტივობები I ფაზა II ფაზა III ფაზა 1აქტივობა -6წთ ვსვამ კითხვებს: როგორია იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება? როგორია ეს განტოლება აირის მასის მუდმივობის შემთხვევაში? როგორია კლაპეირონის განტოლება? რა კავშირია ტემპერატურის აბსოლიტურ და ცელსიუსის სკალებს შორის? რა არის იზოპროცესი? რა არის იზოთერმული პროცესი? როგორია ბოილ-მარიოტის კანონი? 2 აქტივობა -2წთ ვსვამ კითხავას: როგორ სახეს მიიღებს კლაპეირონის განტოლება მუდმივი წნევის დროს? P=const 3 აქტივობა -9 წთ ჩავატარებ სადემონსტრაციო ცდას: მინის კოლბას გავუკეთებ მოხრილ მინის მილს.მილში მოვათავსებ შეფერილ წყალს.გავათბობ კოლბას.მოსწავლეები დააკვირდებიან შეფერილი წყლის გადაადგილებას. 4 აქტივობა - 8წთ კითხვა -პასუხი ცდასთან დაკავშირებით.მოსწავლეები ცდიდან და იდეალური აირის მდგომარეობის განტოლებიდან გამომდინარე დაადგენენ კავშირს მოცულობასა და ტემპერატურას შორის და ააგებენ V(T),P(T),P(V) გრაფიკებს იზობარული პროცესის დროს 5 აქტივობა - 6 წთ ჯგუფებს ვაძლევ ინსტრუქციას და ვაძლევ დავალებას. 1ჯგუფი: მოცემული მასის იდეალური აირის 750K -ით იზობარული გათბობისას მისი მოცულობა 3,5-ჯერ გაიზარდა.იპოვეთ აირის საწყისი ტემპრატურა.ტემპერატურა გამოსახე ცელსიუსებით.(m=const) 2ჯგუფი: როგორ შეიცვლება მოცემული მასის იდეალური აირის სიმკვრივე აბსოლიტური ტემპერატურის 60%-ით გადიდებისას მუდმივი წნევის დროს? 3ჯგუფი: ჰაერის ტემპერატურა ცილინდრში 100C -ია.ჭურჭელში ჰაერის სვეტის სიმაღლეა 20სმ. რამდენით გადაადგილდება დგუში,თუ ჰაერი 200-ით გავათბობთ? 4ჯგუფი: იზობარული პროცესის დროს P =3∙105პა.საწყისი ტემპერატურაა 200 K და მოცულობაა 1მ3. საბოლოო მოცულობაა 4მ3. ავაგოთ წნევის მოცულობაზე, წნევის აბსოლიტურ ტემპერატურაზე და მოცულობის აბსოლიტურ ტემპერატურაზე დამოკიდებულების გრაფიკი.(m=const) 6 აქტივობა -8წთ ჯგუფების პრეზენტაცია 7 აქტივობა - 2წთ მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება.ვაძლევ განმავითარებელ კომენტარებს. 8 აქტივობა -1წთ ვაძლევ დავალებას:ქანთარია,ჩიჩუას წიგნი.პარაგრაფი 3.12.გვ78.საშინაო დავალება 6 გაკვეთილის გეგმა პედაგოგი ნატალია მჭედლიძე სკოლა სსპი ქ.თბილისის N171 საჯარო სკოლა გაკვეთილის თემა დნობა და გამყარება საგანი ფიზიკა კლასი VIII(ბ) მოსწავლეთა პროფილი 25 მოსწავლე.სპეციალური საჭიროების მოსწავლე არ არის გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები გონემრივი იერიში,კითხვა -პასუხი,მინი-ლექცია,ვიცი,მინდა ვიცოდე,გავიგე,თვალსაჩინოებზე მუშაობა გაკვეთილის მიზანი სწავლისადმი დიფერენციალური მიდგომის გათვალისწინებით დნობისა და გამყარების შესწვალა.დნობის კუთრი სითბოს განმარტება.მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირების უნარის განვითარების.ამოცანების ამოხსნის ხერხების დაუფლების. საგნობრივი სტანდარტები ფიზ. VIII.8.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე ∙ატარებს ცდებს სითბოცვლის პროცესებზე დასაკვირვებლად,აანალიზებს და გამოჰყავს სხეულის გათბობისთვის საჭირო სითბოს რაოდენობის გამოსათვლელი ფორმულა,აანალიზებს დნობა-გამყარების,აორთქლება- კონდენსაციის პროცესებს,რაოდენობროვად აღწერს მათ. აქტივობები 1 აქტივობა-1წთ საორგანიზაციო საკითხები 2 აქტივობა-6 წთ. წინარე ცოდნი გააქტიურება. გაკვეთილი დაიწყო კითხვა-პასუხის რეჟიმში.გავიხსენეთ გავლილი მასალა:სითბოს რაოდენობა და კუთრი სითბიტევადობა 3 აქტივობა-6წთ. დავსვი კითხვები: ა.რა დაემართება ყინულის ნატეხს თბილ ოთახში? ბ.ალუმინის კოვზზე დავდოთ კალის ნატეხი და დავიწყოთ მისი გახურება? გ.რა მოხდება,თუ კოვზს სახურებელს მოვაცილებთ? 4 აქტივობა.ვატარებ მოსწვლეების დახმარებით ცდას-9წთ. ვზომავთ წყლის ტემპერატირას და ვყრით მასში ყინულებს.ვინიშნავ დროს.შემდეგ ვაკვირდები ტემპერატურის ცვლილებას დროის მიხედვით.ვზომავ ტემპერატურას,როცა ყინული იწყებს დნობას და მაშინ როცა დნობას დაასრულებს.პარალელურად ვაგებთ ტემპერატურის დროზე დამიკიდებულების გრაფიკს.ამ პროცესში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. 5 აქტივობა-11წთ მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს. .ვისაუბრე დნობასა და გამყარებაზე. დნობის კუთრი სითბოტევადობაზე. 6.აქტივობა- 7წთ. მოსწავლეებს ვსვამ წყვილებად და ვაძლევ დავალებას.გვ.98. გააზრება. შემდეგ დამთავრების შემდეგ ვახდენ გამოკითხვას ,წყვილს რომელმაც ვერ გაიგო,უხსნის სხვა წყვილი. 7 აქტივობა-3წთ შეჯამება:თუ რა იცოდნენ და რა გაიგეს დნობასა და გამყარების შესახებ 8 აქტივობა-2 წთ მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება:გაკვეთილის ბოლოს შევაფასემოსწავლეები:მიმდინარე-განმსაზღვრელი,მიმდინარე-განმავითარებელი შეფასებით.ვაძლევ დავალებას: გვ.98.საშინაო დავალება. შეფასება განმავითარებელი კომენტარები. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები სახელმძღვანელო:ქანთარია ,ჩაჩუა,დაფა,ცარცი,ფურცლები, კომპიუტერები,მეხსიერების ბარათი/ჩიპი,მობილური ტელეფონი,ინტერნეტკავშირი,პროექტორი,სკანერი,

No comments:

Post a Comment